რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების 10 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

29 მარტი 2022, 17:31 842 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების 10 დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ. 

გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად სამივე ქვეყნის ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

გადაწყვეტილება შეეხება ლიეტუვიდან ოთხ, ლატვიიდან სამ და ესტონეთიდანაც სამ დიპლომატს.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ მიიღეს, ლიეტუვამ ოთხი რუსი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ლატვიამ და ესტონეთმა კი სამი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში