ომის 34-ე დღე

29 მარტი 2022, 18:14 1086 ნახვა

ომის 34-ე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში კი ასევე ადასტურებენ,რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვოს ოლქებს ტოვებს და ტერიტორიიდან გადის. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ სერიოზული პრობლემები გაძლიერებისა და როტაციის კუთხით. სროლის ხმა კი დღეს ისევ ისმოდა. რუსი ოკუპანტების მიერ მიკოლაევის რეგიონულ ოფისზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. ნანგრევებიდან 18 ადამიანის ამოყვანა გახდა შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი ლიდერი ვიტალი კიმი იყო, რომელიც საჰაერო იერიშის განხორციელების მომენტისთვის შენობაში არ იმყოფებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში