უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის საფუძველი ვერ იქნება - ჯონსონი

29 მარტი 2022, 19:12 2018 ნახვა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შენხმება არ იქნება საკმარისი, რომ რუსეთს ბრიტანეთმა სანქციები მოუხსნას.

ბორის ჯონსონის თქმით, აუცილებელია ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერება, როგორც ეკონომიკური ზომების მიღებით, ისე სამხედრო დახმარების აღმოჩენით, რათა რუსეთმა სრულად შეცვალოს თავისი კურსი.

"პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება საკმარისი რუსეთისთვის ბრიტანეთის სანქციების მოსახსნელად. მისი განცხადებით, ზეწოლა [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე] უნდა გაიზარდოს, როგორც შემდგომი ეკონომიკური ზომებით, ასევე, სამხედრო დახმარების მიწოდებით, რათა მოხდეს რუსეთის კურსის სრული ცვლილება", -განაცხადა პრემიერმინისტრის სპიკერმა

დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის სტამბულში მორიგი მოლაპარაკებები გაიმართა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში