ზურაბ იაკობაშვილი ევროპის ჩემპიონია

29 მარტი 2022, 22:31 1293 ნახვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილი 70 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

უნგრეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე იაკობაშვილი ფინალში სომეხ არმან ანდრეასიანს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ზურაბ იაკობაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი პირველად მოიგო. მანამდე ზურაბს 2017 მსოფლიო ჩემპიონი ჰქონდა მოგებული. გარდა ოქროსა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ბრინჯაო მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილზე 57 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილი, ხოლო 79 კგ-ში ვლადიმერ გამყრელიძე გავიდა. ხვალ ევროპის ჩემპიონატის ფინალში 125 კგ-ში იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი, რომლის მეტოქეც თურქი ტაჰა აკგული იქნება.

ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი აქვთ გიორგი სულავა 74 კგ. და მირიან მაისურაძე 92 კგ. ამ დროისთვის გუნდურ ჩათვლაში 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით საქართველო მეორე ადგილზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში