გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას - ბაიდენი

29 მარტი 2022, 22:44 766 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკა და მოკავშირეები დააკვირდებიან, რეალურად წავა თუ არა რუსეთი დეესკალაციისკენ.

"ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას. გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ და ასევე, ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში