განახლდება თუ არა დღეს მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთს შორის უცნობია

30 მარტი 2022, 10:25 957 ნახვა

განახლდება თუ არა დღეს მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთს შორის უცნობია. რუსეთის დელეგაცია მოსკოვში დაბრუნდა. 

წითელი ხაზები კი, როგორც ვიცით, ორივე მხარეს გავლებული აქვს, თუმცა გუშინდელი დღის შემდეგ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მხარეებმა პოზიციები დაახლოვეს.  ორივე მხარემ მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა. უკრაინა მზადაა, არ შეუერთდეს ალიანსებსა და არ განათავსოს ქვეყანაში სამხედრო ბაზები, თუ ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის მსგავსი პირობებით. 

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამია ამბობს, რომ უკრაინას სურს მიიღოს ხელმომწერი ქვეყნებისგან უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომლებიც NATO-ს მე-5 მუხლზე უფრო მკაცრი იქნება. მხარეები ყირიმისა და დონბასის საკითხების ცალ-ცალკე განხილვას შეთანხმდნენ. ორი ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სტატუსზე მოლაპარაკებებს 15 წლის განმავლობაში გააგრძელებს. განსახილველ საკითხთა შორისაა რეგიონში ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაც. უკრაინა ასევე მზადაა, შეინარჩუნოს არაბირთვული ქვეყნის სტატუსი.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში