უკრაინის ქალაქებში განგაშის სიგნალი მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა 

30 მარტი 2022, 10:35 1168 ნახვა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაყვანა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქების ტერიტორიიდან გრძელდება - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. მათი მტკიცებით, ე.წ. "ჯარის გაყვანა", სავარაუდოდ, არის ცალკეული ქვედანაყოფების როტაცია და მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანას.

მიუხედავდ ამ პროცესისა დღეს კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო.  

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით კიევის შემოგარენში ინტენსიური ბრძოლები გრძელდებოდა, განსაკუთრებით დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ვრცელდება ინფორმაცია კიევში, ხარკოვსა და ხმელნიცკისზე საჰაერო თავდასხმის შესახებ ბელარუსის გომელის რაიონიდან. ნიკოლაევის სამხარეო ადმინისტრაციის ნანგრევების ქვეშ 12 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ირპენში მოქალაქეებს ნანგრევების ქვეშ ეძებენ, - ამის შესახებ კიევის ოლქში უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ამის გარდა, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ერთ-ერთი სამშობიარო კლინიკიდან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები გაიტაცეს. ინფორმაციას ქალაქის საკრებულო Telegram-ზე ავრცელებს. 

მათი ცნობით, ლევობერჟნის რაიონის ერთ-ერთი  სამშობიაროდან იძულებით გაიყვანეს 70-ზე მეტი ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში