ბათუმმა მოგებათა სერია შეწყვიტა

30 მარტი 2022, 10:46 661 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში ბათუმმა მეგას უმასპინძლა. შეხვედრა ახალ სპორტულ დარბაზში გაიმართა, რომელშიც გუნდი რამდენიმე დღის წინ გადავიდა.

ბათუმელებს კაილი რიდლიმ ულიდერა, რომელმაც 27 ქულას მოუყარა თავი, 14 ქულა სოსო გონგაძის ანგარიშზე იყო, თუმცა საბოლოოდ ბუბა ბერიშვილის გუნდი მაინც დამარცხდა. შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა და იქ უფრო ზუსტნი მეგას კალათბურთელები აღმოჩნდნენ. შეხვედრა 70:64 სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა. ოთხმატჩიანი მოგების შემდეგ, ეს ბათუმელთა პირველი მარცხი იყო.

სატურნირო ცხრილში ბათუმი მეხუთე ადგილზე იმყოფება. აქვე შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს საქართველოს თასის ნახევარფინალში ბათუმი სწორედ მეგას დაუპირისპირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში