მიუხედავად მოსკოვის დაპირებისა, რუსეთის თავდასხმების შემცირებას ვერ ვხედავთ - ჩერნიგოვის მერი

30 მარტი 2022, 12:19 829 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ღამით დაბომბეს ჩერნიგოვი და რეგიონის სხვა ქალაქები, მიუხედავად რუსული დელეგაციის განცხადებებისა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში დაბომბვის ინტენსივობის შემცირების თაობაზე - ამის შესახებ ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორმა განახცადა.

ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დანგრეულია ბიბლიოთეკები, სავაჭრო ცენტრები და სხვა ობიექტები, ასევე უამრავი სახლი.

„გუშინ რუსებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ამცირებენ თავდასხმას და აქტივობას ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით. გვჯერა თუ არა ამის? რა თქმა უნდა არა. ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის"-განაცახდა ვიაჩესლავ ჩაუსმა.

გუშინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით საომარ მოქმედებებს მკვეთრად ამცირებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში