უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისში თეატრთან 145 ფეხსაცმელი მიიტანეს

30 მარტი 2022, 16:33 1010 ნახვა

ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა ლადო მესხსიშილის თეატრის წინ ზუსტად იმდენი ფეხსაცმელი მიიტანეს, რამდენი ბავშვის სიცოცხლეც უკრაინაში პუტინის აგრესიას შეეწირა.

ასევე თეატრის წინ არის წარწერა “дети”, როგორც ეს მარიუპოლის თეატრთან იყო. 

აქცია კამპანია „ we stand for U” ფარგლებში გაიმართა.

„დღეს ქუთაისის მთავარი სათქმელია, რომ რაც ხდება უკრაინაში ის ხდება ამ ქვეყანაშიც! ჩვენ ვართ ორი ერი, საერთო მტრით და საზიარო ტკივილი”- ამბობს აკაკი საღინაძე, კამპანია „ We stand for U“-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ქუთაისში რუსეთის აგრესიის დასაგმობად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად არაერთი აქცია გაიმართა. ქალაქში კერძო და სახელმწიფო უწყებების დახმარებით ჰუმანიტარული დახმარებაც შეგროვდა. ამ ეტაპზე უკრაინიდან ლტოლვილთა დახმარებისთვის არაერთი ორგანიზაცია და მოქალაქე მუშაობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში