გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის

30 მარტი 2022, 17:28 518 ნახვა

გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.

Reuters-ის ცნობით, კანცლერის პრესსპიკერს შტეფან ჰებესტრეიტს არ დაუკონკრეტებია, აღნიშნული უსაფრთხოების გარანტია შეიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთი განიხილავს უკრაინის თხოვნას გახდეს მისი უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ გამორიცხავს ნატოს წევრებს ალიანსის ფარგლებში ვალდებულებების აღებას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში