სოლიდარობა უკრაინას

30 მარტი 2022, 19:28 629 ნახვა

მდუმარე აქცია ევროპის მოედანზე. უკრაინიდან ლტოლვილებმა დაღუპული ქართველი და უკრაინელი  მებრძოლების ფოტოები მიიტანეს და მათი ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლები აანთეს წარწერით ,,სლავა უკრაინა’’. აქციის მონაწილეები სამშობლოში საომარ მდგომარეობას გმობენ და უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მამაცობისთვის მადლობას უხდიან. მდუმარე აქციაზე საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი ააჟღერეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში