რუსეთი უკრაინაში აკრძალულ ნაღმებს იყენებს - Human Rights Watch

30 მარტი 2022, 20:37 904 ნახვა

უკრაინაში მებრძოლმა რუსულმა ჯარებმა ხარკოვის რეგიონში აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოიყენეს, - ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ი ავრცელებს.

"ცნობილია, რომ რუსეთს აქვს ეს ახლად განლაგებული ნაღმები, რომლებსაც შეუძლიათ განურჩევლად მოკლას და დაასახიჩროს ადამიანები 16 მეტრის რადიუსში. მსოფლიოს ქვეყნებმა მკაცრად უნდა დაგმონ რუსეთის მიერ უკრაინაში აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება. ეს იარაღი არ განასხვავებს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის და ტოვებს სასიკვდილო მემკვიდრეობას მომავალი წლების განმავლობაში“, - აცხადებს HRW-ის შეიარაღების განყოფილების დირექტორი სტივენ გუზი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში