საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა

31 მარტი 2022, 10:04 1103 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 6 მედლით დაასრულა.

უნგრეთში გამართულ კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს 125 კგ. წონით კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულთან 2-5 დამარცხდა და ვერცხლს მედალს დასჯერდა.

საერთო ჯამში იანტბელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ თურქეთს და აზერბაიჯანს ჩამორჩა. 

შეგახსენებთ რომ ევროპის ჩემპიონი 70 კგ.წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობაშვილი გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში