ლიეტუვის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია შეადგინა

31 მარტი 2022, 09:54 435 ნახვა

ლიეტუვის მთავრობამ  ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროს მიერ მომზადებული მტრული სახელმწიფოების სია დაამტკიცა.  მასში რუსეთი და ბელარუსი შევიდა. 

ლიეტუვის მხარეს შეუძლია ის კომპანიები, რომლებიც ამ სახელმწიფოებს განეკუთვნებიან,  სახელმწიფო შესყიდვებთან  დაკავშირებით ტენდერებიდან ჩახსნას და მათთან უკვე გაფორმებული ხელშეკრულებები გაწყვიტოს. 

ლიეტუვის მთავრობის მიერ არამეგობრული სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სიაში მოხვდნენ რუსეთი, ბელარუსი,  რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი, ასევე რუსეთის მიერ მოლდოვასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები-დნესტრისპირეთი, აფხაზეთი და ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთი.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი კი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე მსჯელობს. ანალოგიური  დისკუსიები კანადისა და გერმანიის პარლამენტებშიც მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში