აშშ ჯერ არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბროს - თეთრი სახლი

31 მარტი 2022, 13:30 880 ნახვა

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ქეით ბედინგფილდი აცხადებს, რომ აშშ ჯერ არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბროს.

„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვესაუბრებით უკრაინელებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს ვიტყვით“, - აცხადებს ქეით ბედინგფილდი.

მისივე თქმით, ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რამაც შეიძლება რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია გამოიწვიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში