,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“

31 მარტი 2022, 14:45 1058 ნახვა

სოფლად მეწარმეობის განვითარებისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების დაფინანსებას განაგრძობს.

უწყებას სპეციალური პროგრამა აქვს და მისი  მიზანია, სოფლად მეწარმეობის განვითარება, ასევე ფერმერებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა. 

,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში დაფინანსდა არაერთი პროექტი. მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში არსებული შპს „ესთ ვაინ“-ის მარანი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ამ შეპესესთვის  48 ათას 499 ლარი გამოიყო,  ხოლო 42 ათას 128 ლარი თავად ბენეფიციარმა დახარჯა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში