ტირანია უნდა დამარცხდეს, ეს რომ მოხდეს თავისუფლებას უნდა ჰქონდეს იარაღი, რომელიც დაცვისთვის არის საჭირო - ზელენსკი

31 მარტი 2022, 15:11 1457 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტირანია უნდა დამარცხდეს, ამისთვის კი თავისუფლებას იარაღი უნდა ჰქონდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პარლამენტს მიმართა გააკეთონ უფრო მეტი, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. ასევე დაუწესონ რუსებს სანქციები. 

„დახურეთ თქვენი პორტები, შეაჩერეთ ყოველგვარი ვაჭრობა, მოემზადეთ, რომ რაც შეიძლება მალე თქვათ უარი რუსეთის ენერგორესურსებზე, რათა მიღებული მილიარდობით ევრო არ დაიხარჯოს იარაღის წარმოებაზე. ჰოლანდიელებო, ტირანია უნდა დამარცხდეს, ტირანია ყოველთვის უნდა დამარცხდეს. ეს რომ მოხდეს, თავისუფლებას უნდა ჰქონდეს ყველა ის იარაღი, რომელიც დაცვისთვის არის საჭირო, იარაღი, რომელიც კონტინენტზეა, რომელიც თქვენ გაქვთ. უკრაინა მადლობას გიხდით უკვე მიღებული მხარდაჭერისთვის, მაგრამ ომი იმდენად ინტენსიურია, რუსული ჯარები იმდენად აქტიურები არიან, რომ ჩვენ მეტი გვჭირდება – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში