რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ 59 რელიგიური ძეგლი დაზიანდა ან განადგურდა

31 მარტი 2022, 16:15 772 ნახვა

უკრაინაში შეჭრის შემდეგ 59 რელიგიური ძეგლი დაზიანდა ან განადგურდა, მათ შორისაა მართლმადიდებლური ტაძარი  ქალაქ მარიუპოლში, რომლის გუმბათიც ჩამოინგრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც ძლიერ დაზიანდა კიევიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, სოფელ იასნოგოროდკაში მდებარეობს. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიაში აცხადებენ, რომ ჭურვებმა დაანგრია სამრეკლო. 

ომამდე მარიუპოლის ტურისტული ოფისი წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარს, როგორც ქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ყველაზე ლამაზ ადგილს აღწერდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში