სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, უკრაინიდან რუსეთის დანაყოფების არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება ხდება - სტოლტენბერგი

31 მარტი 2022, 16:35 584 ნახვა

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, უკრაინიდან რუსეთის დანაყოფების არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება ხდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთისგან დამატებით შეტევას უნდა ელოდოს.

„ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი შეამცირებს სამხედრო ოპერაციის მასშტაბს კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში, თუმცა რუსეთი მუდმივად ცრუობს თავისი განზრახვების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა მისი სიტყვებით.

რუსეთი ცდილობს, გადააჯგუფოს, მიაწოდოს მარაგები და გააძლიეროს თავისი შეტევა დონბასის რეგიონში. ამავე დროს, რუსეთი ინარჩუნებს ზეწოლას კიევსა და სხვა ქალაქებზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოების გარემო დრამატულად გაუარესდა, პრეზიდენტ პუტინის სასტიკი ინტერვენცია უკრაინაში შოკისმომგვრელი იყო, თუმცა ეს არ ყოფილა მოულოდნელობა. 

„ჩვენ ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ რუსეთის დიალოგში ჩასართავად. თუმცა, მოსკოვი გამუდმებით გვეუბნებოდა უარს და საბოლოოდ გადაწყვეტა, გაეწყვიტა დიპლომატიური კავშირები. გასულ შემოდგომას ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ჩვენი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად, განვათავსეთ მეტი ძალები ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და გავაძლიერეთ უკრაინისადმი მხარდაჭერა. ეს ეფუძნებოდა ნატო-ს გრძელვადიან დახმარებას უკრაინის ძალებისადმი და ინსტიტუტებისადმი. წლების განმავლობაში ალიანსი წვრთნიდა ათობით ათას უკრაინელ სამხედროს, აწვდიდა მათ თანამედროვე აღჭურვლობას და მხარს უჭერდა რეფორმებს. უკრაინის ძალები უფრო დიდია, უფრო უკეთესად აღჭურვილი, უკეთესად გაწვრთნილი და უკეთესად მართული, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში