რუსეთმა ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა "შავ სიაში" შეიყვანა

31 მარტი 2022, 21:32 1055 ნახვა

რუსეთმა საპასუხო ზომების სახით ევროკავშირის ხელმძღვანელობა "შავ სიაში“ შეიყვანა - ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეზღუდვები ვრცელდება ევროპული კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელებზე, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარზე და ევროკავშირის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებზე. შეზღუდვები ვრცელდება ევროპარლამენტის დეპუტატთა თითქმის, უმრავლესობაზე, რომლებიც მხარს უჭერენ ანტირუსულ პოლიტიკას“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შემზღუდავი ზომები ასევე შეეხო ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, ასევე საზოგადო მოღვაწეებსა და მედიის თანამშრომლებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში