აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტი ტექნოლოგიურ სექტორს შეეხება

31 მარტი 2022, 22:09 588 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, ამჯერად ის ტექნოლოგიურ სექტორს შეეხება.

სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 21 სუბიექტსა და 13 ადამიანს. მათ შორისაა, სააქციო საზოგადოება "Mikron", რომელიც ჩიპების და მიკროელექტრონული საშუალებების მწარმოებელი და ექსპორტიორი უმსხვილესი კომპანიაა.

"ჩვენ ვაგრძელებთ პუტინის ომის მანქანის სანქცირებას, ყველა მიმართულებით, სანამ მისი არჩეული უაზრო ომი დასრულდება", - აცხადებს სახელმწიფო ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი.

მედიის ცნობით, გაიყინება სანქცირებულთა აქტივები აშშ-ში, ხოლო ამერიკის მოქალაქეებს მათთან ურთიერთობა აეკრძალებათ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში