უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელგოროდში ნავთობის საწყობს​ ცეცხლი გაუჩნდა

01 აპრილი 2022, 10:21 931 ნახვა

უკრაინის საზღვართან ახლოს, რუსულ ქალაქ ბელგოროდში ნავთობაზას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ისმის აფეთქებების ხმაც.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკო ამტკიცებს, რომ ნავთობბაზაზე იერიში უკრაინულმა ვერტმფრენებმა მიიტანეს. ოფიციალურ კიევს ბრალდებებისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია. ინფორმაციას რუსულენოვანი „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, როგორ შეძლეს უკრაინულმა ვერტმფრნებმა რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემებისთვის თავის არიდება, გუბერნატორს პასუხი არ აქვს. მისი ინფორმაციით, ნავთობტერმინალზე იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

ბელგოროდში ნავთობტერმინალზე იერიშის შესახებ ინფორმაციაზე უკრაინაში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

„ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილას იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, - წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკო ტელეგრამის არხზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში