რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს

01 აპრილი 2022, 05:44 598 ნახვა

უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს. 

„ამჟამად ჩერნობილის ატომური სადგურის მოედანზე უცხო პირები არ იმყოფებიან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა გაძარცვეს სადგური, წაიღეს ტექნიკა და სხვა ნივთები.

ვრცელდება ცნობები, რომ მათ თან წაიყვანეს ნაციონალური გვარდიის წევრებიც და მძევლების გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Unian-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა სადგურზე დასაქმებულ ადამიანებს აიძულეს ხელი მოეწერათ ოფიციალურ საბუთზე, თითქოს 24 თებერვლიდან რუსეთი ობიექტს იცავდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში