რუსეთი საკვებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის - მედვედევი

01 აპრილი 2022, 12:22 1718 ნახვა

რუსეთი სოფლის მეურნეობის პროდუქციას მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწოდებს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. 

„საბედნიეროდ, რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი სულაც არ არიან ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების საფასურის გადახდას მეგობარი ქვეყნები შეძლებენ როგორც რუბლში, ასევე მათ ეროვნულ ვალუტაში“,- განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, არამეგობარი ქვეყნების სია, რომლებსაც რუსეთში იმპორტი ეკრძალებათ შესაძლოა გაფართოვდეს.

„ჩვენ არ მივაწოდებთ ჩვენს პროდუქციას და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ჩვენს მტრებს.  ჩვენ მათგან არაფერს ვიყიდით“ - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში