რუსულმა ძალებმა უკრაინაში მარცვლეულის რამდენიმე საცავი გაანადგურეს - „როიტერი“

01 აპრილი 2022, 12:33 810 ნახვა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა ძალებმა მარცვლეულის რამდენიმე საცავი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. 

სააგენტოსთან საუბრისას ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები დარტყმებს ახორციელებენ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ საცავებზე. დაზიანებულია მარცვლეულის სულ მცირე ექვსი საცავი.

გამოცემის ცნობით, მარცვლეულის საცავებზე მიტანილი იერიშების შესახებ მეტყველებს აშშ-ის ხელისუფლების ხელთ არსებული ფოტოსურათები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში