იაპონიის დახმარება უკრაინას

01 აპრილი 2022, 10:02 755 ნახვა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში პოლონეთში ჩავა, სადაც  უკრაინელი ლტოლვილების იაპონიაში მიღების საკითხზე ისაუბრებს.  ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა აპირებს უკრაინელი ლტოლვილებისა და უკრაინაში მყოფი ევაკუირებული იაპონელების გადაყვანას იაპონიაში სამთავრობო თვითმფრინავით. 

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჰაიაში შეხვდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მატეუშ მორავეცკის და სხვა ოფიციალურ პირებს.

იაპონია დამატებით 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში