„სოლიდარობა უკრაინას“

01 აპრილი 2022, 10:17 1106 ნახვა

"გაანათე" - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქცია გამართეს.

"რუსეთი ოკუპანტია", "დიდება უკრაინას"," არა ომს" - საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ამ მოწოდებებით შეიკრიბნენ. მათ სიმბოლურად მობილური ტელეფონების ფარნები აანთეს, იმის საჩვენებლად, რომ  სინათლე სიბნელეზე აუცილებლად გაიმარჯვებს.

სოლიდარობის აქციის მონაწილეების თქმით, აგრესორი რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი თავისუფალი ერის გამარჯვებით დასრულდება და ამ ბრძოლაში უკრაინა მარტო არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში