ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

01 აპრილი 2022, 10:20 869 ნახვა

ბუდაპეშტში მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იწყებენ. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ათივე წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი.

დღეს უნგრეთში ნუგზარ წურწუმია, მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის ლერი აბულაძე, ბექა მამუკაშვილი, რობერტ კობლიაშვილი და ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი იაკობ ქაჯაია იჭიდავებენ.

ხვალ კი შეჯიბრებაში ფრიდონ აბულაძე, რამაზ ზოიძე, შმაგი ბოლქვაძე, გელა ბოლქვაძე და რევაზ ნადარეიშვილი ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ 10 ფალავნიდან 5 აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილია.

აქვე შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში