ძიუდოს ანტალიის გრანდ სლემი

01 აპრილი 2022, 10:01 832 ნახვა

დღეს ძიუდოში ანტალიის გრანდ-სლემი დაიწყო, რომელიც 3 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირზე 63 ქვეყნის 525 ძიუდოისტი მონაწილებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი და ეთერ ლიპარტელიანი გავლენ. ხვალ ასპარეზობაში გიორგი ტერაშვილი და გიორგი შერაზადიშვილი ჩაერთვებიან.

3 აპრილს ანტალიის გრანდ-სლემზე ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში