ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე - ბორელი

01 აპრილი 2022, 14:53 648 ნახვა

ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან" - განაცხადა ბორელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში