სტრასბურგის სასამართლომ 5-6 ივლისის მოვლენებზე საქმე განსახილველად დაარეგისტრირა

01 აპრილი 2022, 14:01 740 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად დაარეგისტრირა საქმე „თბილისი პრაიდი“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.  საქმე ეხება 5-6 ივლისის მოვლენებს.  

მომჩივნები სტრასბურგის  სასამართლოს სთხოვენ დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას.  

ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ  ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე,  ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლების დაზარალებულად არ ცნობაზე, რომლებზეც პასუხიმგებლობის დაკისრებას  ითხოვენ.

სტრასბურგის სასამართლოში „თბილისი პრაიდის“ ინტერესებს   ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში