ოფიციალური მოსკოვი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, უკრაინის შეთავაზებებზე პასუხს ამზადებს - ლავროვი

01 აპრილი 2022, 16:02 861 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, უკრაინის შეთავაზებებზე პასუხს ამზადებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა შეიმჩნევა.

„უკრაინულმა მხარემ შეთანხმების მისი ხედვა წარმოადგინა, რომელთა მიღწევა აუცილებელია. ეს შეთანხმება უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ვამზადებთ რეაქციას“,- განაცხადა ლავროვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში