კვარაცხელიამ ბათუმელებთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა

01 აპრილი 2022, 19:25 828 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმის "დინამოსთან" ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. ხვალ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმელები საკუთარ მოედანზე "თელავს" მასპინძელობენ.

შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. მოქმედ ჩემპიონს 5 ტურის ჯამში 10 ქულას აქვს.

21 წლის კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. მისი სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში