სტამბოლის მოლაპარაკებები

01 აპრილი 2022, 19:34 1149 ნახვა

სტამბოლში პირისპირ მოლაპარაკებები დღეს უკრაინისა და რუსეთის მხარეებს შორის ონლაინ ფორმატში განახლდა. კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი უკრაინის ნეიტრალიტეტია. ასევე საუბარია ანექსირებული ყირიმის საკითხზე. მოლაპარაკებების დაწყებამდე მოლოდინებზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით წინსვლა მოლაპარაკებებში არსებობს, ამავე დროს, ლავროვი აცხადებს, რომ "საბოლოო დამტკიცებული გეგმები" არ არსებობს და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.  საინტერესოა ის ფაქტიც რომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თურქეთის პრეზიდენტმა, სადაც თქვა რომ შესაძლოა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა სტამბულში გაიმართოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში