მიხეილ სააკაშვილის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო - იუსტიციის სამინისტრო

01 აპრილი 2022, 20:58 1356 ნახვა

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ცოტა ხსნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილი საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები არის სრულად დაცული," - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში