გოგო ცნობილი ფოტოდან ოკუპანტების ტყვეობაში ჩავარდა

02 აპრილი 2022, 17:27 1193 ნახვა

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს მარიუპოლელი ქალი მარიანა ვიშემირსკაია, რომლის ფოტომაც ქალაქის სამშობიაროს დაბომბვისას მსოფლიო შეძრა.

ამ ინფორმაციას მედია მოხალისეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, ძალიან შეეცადნენ დედის და მისი ჩვილი ბავშვის დახსნას და გაყვანას უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა და ახლა ოკუპანტები ცდილობენ მის გამოყენებას, რათა საკუთარი დანაშაული გაამართლონ.

„მხედველობაში გქონდეთ, რომ ქალი ტყვეობაში ჩვილთან ერთად არის“, - წერენ მოხალისეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში