არ მინდა დავიჯერო, რომ ბაიდენს პუტინის ეშინია - ზელენსკი

02 აპრილი 2022, 19:43 1408 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ მას სურს, შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას შეუერთდეს, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„არ მინდა დავიჯერო, რომ ბაიდენს პუტინის ეშინია“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ ამ წინადადებას განიხილავს. გარდა ამისა, საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ში თუ გაწევრიანდება, ალიანსი ბევრად გაძლიერდება. იქვე დაამატა, რომ თუ უკრაინას ნატო-ში არ მიიღებენ, მაშინ წევრი სახელმწიფოები მას მძიმე შეიარაღებით უნდა დაეხმარონ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირმის საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას.

ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორობაზე პოზიცია ქვეყანამ ღიად დააფიქსიროს.

დიმიტრო კულებას განცხადებით კი იმისთვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან შედეგი დადგეს, რუსეთს მეტი სანქციები უნდა დაუწესდეს. კულებამ ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში