ბათუმში კომპანია „ორბის“ მშენებლობას აპროტესტებენ

03 აპრილი 2022, 17:01 3224 ნახვა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე კომპანია „ორბის“ კორპუსების მიმდებარედ მცხოვრებლებმა, კომპანიის მიერ დამხმარე ნაგებობის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით ხიმშიაშვილის ქუჩაც გადაკეტეს.

ისინი ამტკიცებენ, რომ „ორბი“ სამუშაოებს ნებართვის გარეშე აწარმოებს.

კომპანიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა წერილობით გვითხრეს, რომ უკანონოდ არაფერი შენდება და დამხარე ნაგებობების პროექტი ძირითად პროექტთან ერთად შენთანხმებულია.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში