შმაგი და გელა ბოლქვაძეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

03 აპრილი 2022, 22:17 938 ნახვა

უნგრეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა შმაგი და გელა ბოლქვაძეებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

72 კგ.წონით კატეგორიის ფინალში შმაგი ბოლქვაძე რობერტ ატილასთან 2:3 დამარცხდა.

გელა ბოლქვაძემ კი 82 კგ.ის ფინალში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან 1:2 დათმო.

შეგახსენებთ რომ ერთადერთი ოქროს მედალი 63 კგ.ში ლერი აბულაძემ მოიპოვა.

გუშინ ასევე ვერცხლის მედალი 55 კგ.ში ნუგზარ წურწუმიამ აიღო, ხოლო ბრინჯაოს მედალს 87-ში რობერტ კობლიაშვილი დასჯერდა.

საერთო ჯამში საქართველოს ბერძნულ-რომუალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს,3 ვერცხლის  და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ შედგებით ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატი ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გუნდური მესამე ადგილით დაასრულეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში