ჩინური კომპანია ბათუმში დაქირავებულ ქართველ თანამშრომლებს 4 თვეა ხელფასს არ უხდის

03 აპრილი 2022, 22:26 6030 ნახვა

ჩინური კომპანია „ლონგ სინგ“ ჯგუფი ბათუმში დაქირავებულ ქართველ თანამშრომლებს 4 თვეა ხელფასს არ უხდის. 

როგორც ირკვევა, ისინი უკვე თვეებია არც იჯარის გადასახადს იხდიან. მათ შორის ერთ-ერთი სასტუმრო „ინტურისტია“, სადაც რამდენიმე თვეა ჩინეთის მოქალაქეები ცხოვრობენ. საქართველოს 8 მოქალაქე კი, როგორც ამას ერთ-ერთი დასაქმებული სულხან ზოიძე ამბობს, ამაოდ ელოდება დაპირებულ ანაზღაურებას. 

ტექნიკური სამსახურის უფროსის თქმით, ქალაქში ბევრი ადამიანია, რომელიც, მიუხედავად არსებული კონტრაქტებისა და შესრულებული სამუშაოებისა, ანაზრაურებას ვერ იღებს.

როგორც ამბობს, ჩინეთის მოქალაქეების ნაწილმა სასტუმრო დატოვა, ნაწილი კი ძალით ცდილობდა სასტუმროში შეჭრას. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

როგორც ირკვევა „მეტრო სითის“ გადაწყვეტილებით, სასტუმროს ნაწილს უკრაინიდან დევნილ ოჯახებს დაუთმობენ. მათი განთავსება ინტურისტში უკვე დაიწყო.

რაც შეეხება ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს, აქციაზე მყოფთა ინფორმაციით, რამდენიმე ჩინელი ამ დრომდე რჩება.

რამდენიმე თვის წინ ბათუმში, სხვადასხვა ჩინური კომპანია და ასობით ჩინეთის მოქალაქე შემოვიდა. მათ ძირითადად დიდი და პატარა სასტუმროები იჯარით აიღეს.

i


 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში