ანჯეი დუდა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებას მოითხოვს

04 აპრილი 2022, 10:47 750 ნახვა

დამნაშავეებს უნდა ეწოდოთ დამნაშავეები და უნდა გასამართლდნენ, ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ კომპრომისი ნებისმიერ ფასად უნდა მოიძებნოს.

ბუჩის ფოტოებიდან ჩანს, რომ ნებისმიერ ფასად არ არის აუცილებელი აგრესორთან კომპრომისის ძიება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ანჯეი დუდას თქმით, უკრაინას იარაღის მიწოდება სჭირდება.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს. მორავეცკის თქმით, აუცილებელია რუსეთთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში