ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება - პრემიერი

04 აპრილი 2022, 12:18 1037 ნახვა

საქართველოს ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში არსებული სიტუაცია. გამოწვევები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზარალდა. მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია. ამიტომ, მთლიანობაში, 2021 წლის ქონების გადასახადს აღნიშნული სექტორი აღარ გადაიხდის“, - განაცხადა პრემიერმა.

ტურიზმის სექტორი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერას გულისხმობს, კმაყოფილია.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე განმარტავს, ეს დიდი შეღავათი იქნება იმ რესტორნებისთვის, რომლებიც საკუთარ შენობა-ნაგებობებს ფლობენ და ასეთი კი 30%-ია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში