ბუჩაში მომხდარის გამო, რუსეთის წინააღმდეგ საჭიროა დამატებითი სანქციების დაწესება - მაკრონი

04 აპრილი 2022, 13:03 761 ნახვა

„ძალიან მკაფიო მინიშნებები“ არის, რომლებიც მიუთითებენ, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ქალაქ ბუჩაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება.

„ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ეს არის ჩვენი კოლექტიური ღირსება და ჩვენი ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – განაცხადა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი სურვილია მიმდინარე კვირაში ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა იხილოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში