უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

04 აპრილი 2022, 16:10 1242 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრეზიდენტი ადგილობრივებს ესაუბრა და მათთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გენოციდს ახორციელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი რუსეთთან მშვიდობის საკითხის განხილვა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დიახ.

„დიახ, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ, 21-ე საუკუნეში, ევროპაში ვართ. ჩვენ, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით, ძალისხმევას ვაგრძელებთ“-განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში