ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ცხედრები ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო - უცხოური მედია

05 აპრილი 2022, 10:08 1751 ნახვა

თანამგზავრით გადაღებული ფოტოებით ირკვევა, რომ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტებმა სამიზნედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობის გამო შეარჩიეს,  მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამი კვირის წინ დაიღუპა. The New York Times-ის ინფორმაციის, თანახმად, სატელიტური გამოსახულებების ანალიზი არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.

სტატიის მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეები მაშინ მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული.

პუბლიკაციის თანახმად, ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. სხეული იმავე პოზაშია, რაც სამი კვირის შემდეგ მათი აღმოჩენის დროს.

უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა იმ რუსი სამხედროების სია, რომლებმაც, მათი განმარტებით, ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინა.

ოკუპანტებისგან ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეები ნახეს სუმშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში