უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მტრის ორი რაკეტა ჩამოაგდეს

05 აპრილი 2022, 10:14 1083 ნახვა

ომის 41 დღე განგაშის სიგნალის ფონზე. სირენების ხმა ისმის უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის კიევში.  რამდენიმე წუთის წინ  გახდა ცნობილი, რომ ღამით უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მტრის ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

ინფორმაციას ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

„დღეს ვიწყებთ კარგი ამბებით. ღამით ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო მტრის ორი რაკეტა რეგიონის თავზე. ნამსხვრევებმა მცირე ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთ სოფელში, მაგრამ საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - განაცხადა მან.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა დაბომბეს მიკოლაევის ცენტრი, საბავშვო საავადმყოფო და სავაჭრო ცენტრი. ცნობები ვრცელდება დონეცკში ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმის შესახებაც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში