ზელენსკი: ბუჩაში განვითარებული მოვლენები გენოციდია, მათ სასჯელი უნდა დაეკისროთ

05 აპრილი 2022, 15:07 1071 ნახვა

,,მოვა დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სრულ სიმართლეს იმაზე, თუ რომელ მათ თანამემამულეს მოუკლავს ადამიანი, ვინ გასცა ბრძანება და ვინ დახუჭა თვალები მკვლელობაზე. ჩვენ ამ ყველაფერს დავადგენთ და სახალხოდ გავასაჯაროებთ“ - ასეთია უკრაინის პოზიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის პრეზიდენტმა გაახმოვანა.

ზელენსკი ისევ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო შეიარაღება ოკუპანტების განსადევნად.

ამ ყველაფრის პარალელურად კი  რუსეთი არ წყვეტს აგრესიას,  რუსი სამხედროების სამიზნე კი ბავშვებიც არიან. ვრცელდება უმძიმესი კადრები, რომლებიც აღწერს ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება გამართოს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა შეიძლება ითქვას გადაიფიქრა და პუტინთან შეხვედრა აღარ სურს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში