უკრაინის პრეზიდენტი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს

05 აპრილი 2022, 10:48 812 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ამის შემდეგ კი ესპანეთის პარლამენტსაც.  უკრაინაში არსებული ვითერება კი უკვე გააცნო რიმუნელ კანონმდებლებს. სიტყვით გამოსვლამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პარლამენტს უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი მკვლელობების ფოტოები აჩვენა. 

ზელენსკის თქმით, ქალაქი ბუჩა მუდამ დარჩება მასობრივი მკვლელობის ისტორიაში, სადაც 300-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. მან  ასევე გაიხსენა რუმინეთის ყოფილი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ და მისი ტოტალიტარული რეჟიმი.

რუმინელ ხალხს უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე არ არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში