ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი მარიუპოლში ჩავიდა

05 აპრილი 2022, 10:48 922 ნახვა
00:00
00:00

ოკუპირებული ცხინვალის  დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მარიუპოლში ჩავიდა. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ დიმიტრი საბლინთან ერთად მან მოინახულა  ქალაქის საავადმყოფო    და სამედიცინო დაწესებულებისთვის საჭირო პრეპარატების პარტია გადასცა.

არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ბიბილოვი შეხვდა  დონეცკის დე ფაქტო მეთაურს დენის პუშილინს.

შეხვედრაზე დონბასის მოსახლეობისთვის დახმარების  მიზნით ურთიერთმოქმედების საკითხები განიხილეს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი